ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

სოხუმში შესაძლო ტერორისტულ საფრთხეზე საუბრობენ

5 დეკემბერი, 2022 • 1609
სოხუმში შესაძლო ტერორისტულ საფრთხეზე საუბრობენ

აფხაზური მედია აფხაზეთის დე ფაქტო უშიშროების სამსახურის ცნობაზე დაყრდნობით წერს, რომ აფხაზეთში შესაძლო ტერორისტულ საფრთხეზე მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, უწყება ატარებს ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებს,

ამასთან, დე ფაქტო უშიშროების სამსახური მოქალაქეებს მოუწოდებს, შეინარჩუნონ სიმშვიდე და თავი აარიდონ პროვოკაციებს.

ასევე, ეხოკავკაზას ინფორმაციით, უშიშროების უწყების განცხადებამდე აფხაზურმა ტელეგრამ არხმა АМРА-life-მა [რომლის წარმომავლობაც უცნობია] გამოაქვეყნა აუდიოჩანაწერი  “საქართველოს მხრიდან აფხაზეთში დაგეგმილ ტერაქტებთან” დაკავშირებით.

მასალების გადაბეჭდვის წესი