ახალი ამბები

ვუსამძიმრებ ოჯახებს, მძიმეა თითოეული ქართველის გარდაცვალება, სადაც არ უნდა იყოს – კალაძე

5 დეკემბერი, 2022 • 677
ვუსამძიმრებ ოჯახებს, მძიმეა თითოეული ქართველის გარდაცვალება, სადაც არ უნდა იყოს – კალაძე

თბილისის მერმა კახა კალაძემ უკრაინაში, ქალაქ ბახმუტთან დაღუპული ქართველი მებრძოლების ოჯახებს მიუსამძიმრა.

ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.

„ვუსამძიმრებ გარდაცვლილთა ოჯახებს, მათ ახლობლებს, ნათესავებს, სრულიად საქართველოს! რა თქმა უნდა, ძალიან მძიმეა თითოეული ქართველის გარდაცვალება, სადაც არ უნდა იყოს. უმძიმესია ეს ჩვენი ქვეყნისთვის. მინდა, მშვიდობა ვუსურვო საქართველოს, მშვიდობა ვუსურვო უკრაინას და უკრაინელებს!“ – განაცხადა კახა კალაძემ.


5 ქართველი მებრძოლი — ავთო რურუა, რომეო კვარაცხელია, რომეო ფიჩხაია, მერაბ ალადაშვილი და ბადრი მარკელია — 3 დეკემბერს ბახმუტთან, რუსეთის საოკუპაციო ძალებთან შეტაკებისას დაიღუპნენ.

„ქართული ოცნების“ ხელისუფლების წარმომადგენლებმა რამდენიმედღიანი კრიტიკის შემდეგ, უკრაინაში დაღუპულ ქართველ მებრძოლთა ოჯახებს 5 დეკემბერს მიუსამძიმრეს.

ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთის აგრესიას უკრაინაში 33 ქართველი მებრძოლის სიცოცხლე ემსხვერპლა. პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ქართველი სამხედროების უკრაინაში დაღუპვაზე სამძიმარი ბოლოს გამოხატა 21 მარტს, 3 ქართველის დაღუპვიდან 4 დღის დაგვიანებით.

6 დეკემბრის გლოვის დღედ გამოცხადებას ითხოვენ, პრემიერს სამძიმარიც არ გამოუთქვა

მასალების გადაბეჭდვის წესი