ახალი ამბები

ყალბი დოკუმენტების დამზადება-გასაღების ბრალდებით 3 პირი დააკავეს

3 დეკემბერი, 2022 • 865
ყალბი დოკუმენტების დამზადება-გასაღების ბრალდებით 3 პირი დააკავეს

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის განცხადებით, ყალბი დოკუმენტების დამზადება-გასაღების ფაქტზე 3 პირი დააკავეს.

იწყებაში აცხადებენ, რომ ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების ფარგლებში, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ჩატარდა ბრალდებულებების პირადი, ასევე მათი საცხოვრებელი და ნაქირავები ბინების ჩხრეკა, რის შედეგად ამოღებულია სხვადასხვა ქვეყნის მაღალი ხარისხის ყალბი დოკუმენტები.

კონტრდაზვერვის დეპარტამენტის განცხადებით, გაყალბუბლ დოკუმენტაციას შორისაა მართვისა და პირადობის დამადასტურებელი მოწმობები, დიპლომი და სხვა სახის დოკუმენტალური ნივთმტკიცება.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს. ბრალი დამტკიცების შემთხვევაში 3-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი