ახალი ამბები

კიევის ოლქში კედლიდან ბენკსის გრაფიტი მოიპარეს — ეჭვიმტანილები დააკავეს

3 დეკემბერი, 2022 •
კიევის ოლქში კედლიდან ბენკსის გრაფიტი მოიპარეს — ეჭვიმტანილები დააკავეს

კიევის ოლქის ქალაქ გოსტომელში, დაბომბილ შენობაზე ბრიტანელი არტისტის, ბენკსის მიერ შესრულებული გრაფიტი მოიპარეს.

უკრაინული მედიის ცნობით, პოლიციამ რამდენიმე ადამიანი დააკავა. ისინი აცხადებენ, რომ გრაფიტის გაყიდვას და მიღებული ფულის გადარიცხვას აპირებდნენ უკრაინის არმიისთვის.

გრაფიტი მოპარვამდე.

ბენკსიმ უკრაინის რამდენიმე ქალაქში დაბომბილ შენობებზე თემატური გრაფიტები დახატა. მაგალითად, გოსტომელში ნახევრად დანგრეულ შენობას მიახატა ქალი ცეცხლმაქრით ხელში.

ბრიტანელი არტისტის ნამუშევრებს, როგორც წესი, მნიშვნელოვანი სიმბოლური და შინაარსობრივი დატვირთვა აქვს.

მასალების გადაბეჭდვის წესი