ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

სოხუმის აეროპორტში რუსეთის დუმის დელეგაციას დახვდნენ

1 დეკემბერი, 2022 • 1665
სოხუმის აეროპორტში რუსეთის დუმის დელეგაციას დახვდნენ

დღეს, პირველ დეკემბერს რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო დუმის დელეგაცია, მისი თავმჯდომარის ვიაჩესლავ ვოლოდინის ხელმძღვანელობით, აფხაზეთში ჩავიდა. 

აფხაზური მედიის ცნობით, რუსი დეპუტატები არძინბას სახელობის სოხუმის “საერთაშორისო აეროპორტში”  ჩაფრინდნენ, სადაც აფხაზური მხარე დახვდა.

ოფიაციალური ინფორმაციით, დუმის დეპუტატების ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გაიმართება დე ფაქტო პრეზიდენტთან ასლან ბჟანიასთან და დე ფაქტო პარლამენტის სპიკერთან ლაშა აშუბასთან. ამასთან, როგორც აფხაზური მედია წერს, პარლამენტარები ხელს მოაწერენ თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას.

აფხაზური მედიის ცნობითვე, რუსი დეპუტატების ვიზიტის გასაშუქებლად მხოლოდ სამთავრობო მედია და საინფორმაციო სააგენტო “სპუტნიკი” მიიწვიეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი