ახალი ამბები

გვექნება დიპლომატიური რეაგირება ჩეხეთის ელჩის მიმართ, თუ ეს განაცხადა – კობახიძე

1 დეკემბერი, 2022 • 1257
გვექნება დიპლომატიური რეაგირება ჩეხეთის ელჩის მიმართ, თუ ეს განაცხადა – კობახიძე

„გვექნება დიპლომატიური რეაგირება ელჩის მიმართ, თუ ეს განცხადება გაკეთდა“, – ასე პასუხობს „ქართული ოცნების“ თავმდჯდომარე ირაკლი კობახიძე ჩეხეთის ელჩის მიერ გაკეთებულ განცხადებაზე დასმულ შეკითხვას.

კერძოდ, ჩეხეთის ელჩი საქართველოში, პეტრ მიკისკა აცხადებს, რომ 2022 წელს საქართველოში ჩეხური პროდუქტების ექსპორტი „თითქმის გაორმაგებულია“ და დარწმუნებულია, რომ სხვაობის ნაწილი მაინც ხვდება რუსეთის ფედერაციაში.

კობახიძის თქმით, მსგავსი შინაარსის განცხადებებს უკრიანის ხელისუფლების წარმომადგენლებიც აკეთებდნენ და  შემდეგ ამის უარყოფა მოუწიათ.

„მე პირველად მესმის ეს განცხადება, მაგრამ ეს განცხადება თუ გაკეთდა, წარმოუდგენელია. ასეთი განცხადებები თავის დროზე უკრაინის ხელისუფლების მაღალჩინოსნების მხრიდან გვაქვს მოსმენილი და მერე თვითონ მოუწიათ ამის უარყოფა და აბსოლუტურად ყველამ უარყო ასეთი რამ. აქედან გამომდინარე, თუ ასეთი განცხადება გაკეთდა, ამას სჭირდება რეაგირება, იმიტომ, რომ თავის დროზე ჩვენ რეაგირება მოვახდინეთ უკრაინელი მაღალჩინოსნების განცხადებაზე და მათ მოუწიათ უკან წაღება. ამ შემთხვევაშიც გვექნება დიპლომატიური რეაგირება ელჩის მიმართ, თუ ეს განცხადება გაკეთდა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.


ჩეხეთის ელჩი საქართველოში, პეტრ მიკისკა აცხადებს, რომ 2022 წელს საქართველოში ჩეხური პროდუქტების ექსპორტი „თითქმის გაორმაგებულია“ და “საკმაოდ დარწმუნებულია”, რომ სხვაობის ნაწილი მაინც ხვდება რუსეთის ფედერაციაში.

ამის შესახებ მან 30 ნოემბერს, არასამთავრობო ორგანიზაცია „თავისუფალი რუსეთისა“ და ლიეტუვის საელჩოს ორგანიზებულ ღონისძიებაზე, ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, გიგი უგულავას კითხვაზე პასუხად განაცხადა. უგულავამ იკითხა, იმის ფონზე, რომ საქართველოს მთავრობამ უღალატა პარტნიორებს [სანქციებთან შეერთებაზე უარისა თუ სხვა საკითხების გათვალისწინებით], უნდა ელოდოს თუ არა საქართველოს მოსახლეობა რაიმე ტიპის უარყოფით შედეგებს.

ჩეხეთიდან საქართველოში იმპორტი თითქმის გაორმაგდა, დარწმუნებულნი ვართ, ნაწილი რუსეთში მიდის – ჩეხეთის ელჩი

მასალების გადაბეჭდვის წესი