ახალი ამბებირეკლამა

მრავალ ახალ ნივთს! – ლიბერთიმ განვადების აქცია დაიწყო

1 დეკემბერი, 2022 • 479
მრავალ ახალ ნივთს! – ლიბერთიმ განვადების აქცია დაიწყო

დღეიდან, ლიბერთი განვადების აქციას იწყებს, რომელიც იანვრამდე გაგრძელდება და  მომხმარებელს ოჯახისთვის საჭირო ნივთების ან  მეგობრებისთვის საჩუქრების განვადებით შეძენას მომენტალურად, ხელსაყრელი პირობებითა და გამარტივებული პროცესით სთავაზობს.

ლიბერთის განვადებით სარგებლობისთვის  საკმარისია შეარჩიოთ და დამატებითი საკომისიოს გარეშე შეიძინოთ სასურველი ნივთი, ხოლო თანხის გადახდა დაიწყოთ განვადების მიღებიდან 3 თვის შემდეგ.

ლიბერთი განვადებით სარგებლობა შეუძლია ნებისმიერი ასაკის მომხმარებელს, რომელსაც გააჩნია ყოველთვიური სტაბილური შემოსავალი – ხელფასის, იჯარის, გზავნილის ან პენსიის სახით.

,,ლიბერთის სტრატეგიის „ახალი ლიბერთი ახალი ცხოვრებისთვის“ ფარგლებში, ჩვენს მომხმარებლებს მუდმივად ვთავაზობთ  მათ საჭიროებებზე მორგებულ საბანკო პროდუქტებსა და სპეციალურ შეთავაზებებს. 

განვადების ახალი აქციით, მოხარული ვართ რომ წინაასახალწლოდ, ჩვენს მომხმარებლებს შესაძლებლობა ეძლევათ საჩუქრები თუ ოჯახისთვის საჭირო ნივთები შეიძინონ დღესვე და გადახდა დაიწყონ სამი თვის შემდეგ.“-სალომე სტურუა, ლიბერთის განვადებების განყოფილების უფროსი.

პარტნიორი ობიექტების ჩამონათვალის სანახავად  ეწვიეთ: http://bit.ly/3OJAzAT

მასალების გადაბეჭდვის წესი