აბაშის მუნიციპალიტეტში სატვირთო მატარებელი ავტომობილს შეეჯახა.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
ავტომობილის მძღოლს ძრავი ლიანდაგზე გადასვლის დროს ჩაუქრა, თუმცა მან მატარებლის მოახლოებასთან ერთად მანქანის დატოვება მოასწრო.
ადგილზე პოლიციამ ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა ოქმი შეადგინა.
ფოტო გარეკანზე: კადრი თამუნა მუსერიძის მიერ შემთხვევის ადგილიდან გავრცელებული ვიდეოდან.