ახალი ამბები

ისრაელის უსაფრთხოების სამსახურის შეფად შესაძლოა, ულტრამემარჯვენე აირჩიონ

25 ნოემბერი, 2022 • 886
ისრაელის უსაფრთხოების სამსახურის შეფად შესაძლოა, ულტრამემარჯვენე აირჩიონ

ისრაელის ულტრამემარჯვენე ებრაული პარტიის ლიდერებმა ბენიამინ ნეთანიაჰუს „ლიკუდთან“ შეთანხმებას მიაღწიეს.

შეთანხმების თანახმად, ითამარ ბენ-გვირი ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების მინისტრად დაინიშნება.

ებრაული პარტია და, შესაბამისად, ითამარ ბენ-გვირი ცნობილია ანტიპალესტინური განცხადებებითა და რიტორიკით.

ბენ-გვირი ულტრანაციონალისტი და რასისტი რაბინის, მეირ კაჰანეს მიმდევარია, რომლის ორგანიზაციაც წარსულში ისრაელში აიკრძალა, ხოლო ამერიკის შეერთებულ შტატებში მიჩნეულია ტერორისტულ დაჯგუფებად.

გასულ თვეში „ლიკუდმა“ და მისმა მოკავშირე მემარჯვენე პარტიებმა არჩევნებში უმრავლესობა მოიპოვეს, რის შედეგადაც მიეცათ უფლება, რომ ახალი მთავრობის ჩამოყალიბებისთვის მოლაპარაკებები დაეწყოთ.

შედეგად, მოსალოდნელია, რომ ბენიამინ ნეთანიაჰუ ქვეყნის პრემიერ-მინისტრად  უკვე მესამედ (და არა მესამე ვადით) დაბრუნდეს.

მთავრობის ფორმირებაზე მოლაპარაკებები კვლავ გრძელდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი