ახალი ამბები

ქართველმა ინსტრუქტორებმა ფრანგ სამხედროებს სნაიპერთა კურსი ჩაუტარეს

25 ნოემბერი, 2022 • 845
ქართველმა ინსტრუქტორებმა ფრანგ სამხედროებს სნაიპერთა კურსი ჩაუტარეს

საქართველოს თავდაცვის ძალების სნაიპერთა მომზადების სკოლის ინსტრუქტორებმა საფრანგეთის უცხოური ლეგიონის სამხედრო მოსამსახურეებს ჩაუტარეს შორ მანძილზე სროლის კურსი.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 2-კვირიანი საჩვენებელი სწავლება მაიორ გელა ჭედიას სახელობის სპეციალური ოპერაციების საწვრთნელი ცენტრის სასროლეთზე ჩატარდა გაერთიანებული ერთობლივი გაცვლითი წვრთნების (JCET)  ფარგლებში.

“სამხედროებმა სწავლების დროს სტრესულ მდგომარეობაში სხვადასხვა მანძილზე სროლის სავარჯიშოები შეასრულეს და მაკონტროლებელ-დამკვირვებლებისგან მაღალი შეფასება მიიღეს”, — ამბობს უწყება.

მისივე ცნობით, სნაიპერთა მომზადების კურსი ნატოს წევრი ქვეყნის სამხედროებისთვის საქართველოში მეორედ ჩატარდა და საფრანგეთის ლეგიონმაც მასში მონაწილეობა მეორედ მიიღო.

მასალების გადაბეჭდვის წესი