ახალი ამბები

სალომე ზურაბიშვილმა 15 მსჯავრდებული შეიწყალა

25 ნოემბერი, 2022 • 1070
სალომე ზურაბიშვილმა 15 მსჯავრდებული შეიწყალა

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 15 მსჯავრდებული შეიწყალა. ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეწყალებულთაგან 9 მსჯავრდებული პირი პატიმრობიდან გათავისუფლდა, მათ შორის, 2 მსჯავრდებული ქალია, ხოლო 6 მსჯავრდებულს მოსახდელად დარჩენილი სასჯელის ვადა შეუმცირდა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი