აფხაზური მხარის ცნობით,  ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, გალში,  ერთ-ერთ აგარაკზე, აღმოაჩინეს ქართული მინერალური წყლის კონტრაბანდა 192 ბოთლის სახით.

აფხაზური მედიით გავრცელებული ვიზუალური მასალის შესაბამისად, საუბარია “ნაბეღლავის” ნაწარმზე.

ოფიციალური ინფორმაციითვე, კანონდარღვევის ფაქტზე საგამოძიებო მასალები შესაბამის უწყებებს გადაეცა.