ახალი ამბები

ტყვეთა მორიგი გაცვლის შედეგად, რუსეთმა და უკრაინამ 35-35 მებრძოლი დაიბრუნეს

23 ნოემბერი, 2022 • 779
ტყვეთა მორიგი გაცვლის შედეგად, რუსეთმა და უკრაინამ 35-35 მებრძოლი დაიბრუნეს

რუსეთსა და უკრაინას შორის ტყვეების მორიგი გაცვლა შედგა.

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის ანდრეი ერმაკის ცნობით, 35 რუსი სამხედრო გაცვალეს 35 უკრაინელი ჯარისკაცსა და ერთ სამოქალაქო პირზე.

ანდრეი ერმაკის ცნობით, დაბრუნებულ უკრაინელ სამხედრო ტყვეებს შორის არიან მებრძოლები, რომლებიც კვირაობით იცავდნენ აზოვსტალის ფოლადის ქარხანას სამხრეთ-აღმოსავლეთ საპორტო ქალაქ მარიუპოლში.

ტყვეთა გაცვლა დაადასტურა რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ და განაცხადა, რომ ყველა გათავისუფლებული სამხედროს მოსკოვში გადაიყვანენ სამკურნალოდ და რეაბილიტაციისთვის.

მასალების გადაბეჭდვის წესი