ახალი ამბები

ხარაგაულში ერთი ადამიანი მოკლეს, ერთი კი დაჭრეს – შსს

22 ნოემბერი, 2022 • 621
ხარაგაულში ერთი ადამიანი მოკლეს, ერთი კი დაჭრეს – შსს

ხარაგაულში ერთი ადამიანი მოკლეს, ერთი კი დაჭრეს. შემთხვევა დღეს, 22 ნოემბერს, მოხდა.

არსებული ინფორმაციით, ორივე პირი ქუჩაში დაჭრეს, რის შემდეგაც ერთ-ერთი დაჭრილი მანქანაში ჩაჯდა და წასვლას ცდილობდა, რა დროსაც დაიღუპა.

როგორც ნეტგაზეთს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-109 მუხლით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი