ახალი ამბები

კრამერი კერძო მოქალაქეა, ადარდებს საქართველოს კეთილდღეობა – ელჩი დეგნანი

22 ნოემბერი, 2022 • 620
კრამერი კერძო მოქალაქეა, ადარდებს საქართველოს კეთილდღეობა – ელჩი დეგნანი

შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი აცხადებს, რომ დევიდ კრამერი, – აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილი თანაშემწე, რომელიც ამჟამად ბიძინა ივანიშვილის სანქცირებას უჭერს მხარს, – კერძო პირია და მის კომენტარს ვერ შეაფასებს, მაგრამ ამბობს, რომ კრამერს საქართველოს კეთილდღეობა ადარდებს.

ჯორჯ ბუშის ინსტიტუტის წარმომადგენელმა, დევიდ კრამერმა 21 ნოემბერს ტელეკომპანია „ფორმულასთან“ ინტერვიუში განაცხადა:

„ამჟამად სანქციების გარეშე ქვეყანა აშკარად მიდის არასწორი მიმართულებით. მიზანმიმართული სანქციებით, მე ვფიქრობ, არსებობს იმის შესაძლებლობა, მოხდეს დემონსტრირება, რომ აუცილებლად მოჰყვება შესაბამისი სასჯელი, შესაბამისი საფასური ქართული მთავრობის მიერ ამჟამინდელი ქცევის გაგრძელებას“.

22 ნოემბერს ჟურნალისტის კითხვას, თუ რას ფიქრობს დევიდ კრამერის ნათქვამზე, აშშ-ის ელჩმა ასე უპასუხა:

„ბატონი კრამერი არის კერძო პირი, მოქალაქე, რომელიც დაფასებულია აკადემიურ წრეებში, კარგად იცნობს საქართველოს და ძალიან აღელვებს ქვეყნის ბედი. მე არ მსურს, მის განცხადებაზე გავაკეთო კომენტარი, მაგრამ, რა თქმა უნდა, ის ყურადღებით ადევნებს თვალს, რა ხდება საქართველოში და ძალიან აღელვებს საქართველოს წარმატება, უსაფრთხეობა, მისი განვითარება და კეთილდღეობა. მისი კომენტარი მისი გამოცდილებიდან გამომდინარეობს“.

გირჩევთ ასევე წაიკითხოთ „ნეტგაზეთის“ ინტერვიუ დევიდ კრამერთან:

მასალების გადაბეჭდვის წესი