ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

სოხუმი რუსი მესაზღვრეების ქცევაში უპატივცემულობას ხედავს

21 ნოემბერი, 2022 • 1706
სოხუმი რუსი მესაზღვრეების ქცევაში უპატივცემულობას ხედავს

აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრის, ინალ არძინბას ცნობით, უახლოეს დროშია ფხაზური მხარე რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს ნოტას გაუგზავნის, სადაც აფხაზი დეპუტატებისა და მოქალაქეების მიმართ რუსი მესაზღვრეების მხრიდან პატივისცემას მოითხოვს.

ამის შესახებ დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრმა არძინბამ აფხაზეთში რუსეთის ელჩთან მიხეილ შურგალინთან შეხვედრაზე განაცხადა.

როგორც არძინბა აცხადებს, აფხაზეთის დე დაქტო პარლამენტის დეპუტატები, რომლებმაც რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო დუმაში ბიჭვინთის გასხვისების საკითხზე შეხვედრები გამართეს, აფხაზეთში დაბრუნების დროს, რუსეთ-აფხაზეთის გამშვებ პუნქტზე რუსეთის მესაზღვრეებმა დამატებითი კონტროლის გასავლელად შეაყოვნეს, რამაც აფხაზი დეპუტატები აღაშფოთა.

შეხვედრაზე ასევე ითქვა, რომ აფხაზეთის სახალხო კრებაში მრავალრიცხოვანი საჩივრები შედის აფხაზეთის მოქალაქეებისგან იმ მიზეზით, რომ რუსი მესაზღვრეები ახსნა-განმარტების გამო მათ დიდი ხნის განმავლობაში აყოვნებენ რუსეთ-აფხაზეთის გამშვებ საკონტროლო პუნქტზე.

“გთხოვთ, ჩვენი სახალხო რჩეულებისა და თანამემამულეების მიმართ პატივისცემა გამოიჩინოთ” ,- განაცხადა არძინბამ.

მისივე განცხადებით, უახლოეს დროში რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში აღნიშნულთან დაკავშირებით ნოტა გაიგზავნება.

მასალების გადაბეჭდვის წესი