ახალი ამბები

მასკის თქმით, ტვიტერი ტრამპს ანგარიშს აღუდგენს

20 ნოემბერი, 2022 • 637
მასკის თქმით, ტვიტერი ტრამპს ანგარიშს აღუდგენს

სოციალური ქსელ ტვიტერის ამჟამინდელი მფლობელის, ილონ მასკის თქმით, აშშ-ს ყოფილ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს ტვიტერის ანგარიში აღუდგება.

საქმე ის არის, რომ დონალდ ტრამპს ტვიტერი 2021 წლის 9 იანვარს დაუბლოკეს – „ძალადობის წახალისების რისკის გამო,“.

ეს გადაწყვეტილება კომპანიამ მას შემდეგ მიიღო, რაც ტრამპის მომხრეები კაპიტოლიუმის შენობაში შეიჭრნენ და სხდომა ჩაშალეს, რასაც მსხვერპლი მოჰყვა. მოვლენების პარალელურად ტრამპი ტვიტერზე აქტიურად ავრცელებდა განცხადებებს, მათ შორის, კაპიტოლიუმში შეჭრილებს „დიდ პატრიოტებს“ უწოდებდა.

ილონ მასკმა 19 ნოემბერს ტვიტერის ანგარიშზე გამოკითხვა ჩაატარა. 51.8%-მა თქვა, რომ ტრამპს ანგარიში უნდა აღუდგეს.

„ხალხმა თქვა სათქმელი. ტრამპი აღდგება [ტვიტერზე],“ – დაწერა მასკმა.

გარეკანი ფოტო: გადაღებულია 2017 წელს, ავტორი: BRENDAN SMIALOWSKI/AFP Via Getty Images


აპრილის ბოლოს „ტვიტერის“ დირექტორთა საბჭო დაეთანხმა მასკის შეთავაზებას, კომპანიაში 44 მილიარდი აშშ დოლარი გადაიხადოს. მას შემდეგ მასკმა გაათავისუფლა სოციალური ქსელის არაერთი თანამშრომელი, მათ შორის ისინიც, ვინც არ ეთანხმებოდნენ მასკის პოლიტიკას.

ვრცლად ამ თემაზე ნეტგაზეთი გირჩევთ სტატიას ჩვენი არქივიდან:

მასალების გადაბეჭდვის წესი