ახალი ამბები

ტრამპი კაპიტოლიუმში შეჭრილებს „დიდ პატრიოტებს“ უწოდებს

7 იანვარი, 2021 • 1190
ტრამპი კაპიტოლიუმში შეჭრილებს „დიდ პატრიოტებს“ უწოდებს

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ვაშინგტონში, კაპიტოლიუმის შენობაში მისი მხარდამჭერების შეჭრასთან დაკავშირებით კიდევ ერთი განცხადება გამოაქვეყნა.

ტრამპმა მათ მოუწოდა, სახლებისკენ „სიყვარულით და მშვიდობით წასულიყვნენ”, მხარდამჭერებს „დიდი პატრიოტები“ უწოდა და განაგრძო მტკიცება, რომ არჩევნები გაყალბდა.

„ეს არის რაღაცები და მოვლენები, რომლებიც ხდება, როცა დიდი გამარჯვება არჩევნებში ასე უცერემონიოდ და ბოროტადაა მოპარული დიდი პატრიოტებისგან, რომლებსაც ამდენი ხანი ასე ცუდად და არასამართლიანად ეპყრობოდნენ. წადით სახლში სიყვარულით და მშვიდობით. სამუდამოდ დაიმახსოვრეთ ეს დღე“, — დაწერა ტრამპმა.

6 იანვარს აშშ-ის დედაქალაქ ვაშინგტონში მომიტინგეები კაპიტოლიუმის — აშშ-ის კონგრესის [პარლამენტის] შენობაში შეიჭრნენ. ამერიკული მედიის ცნობით, შენობა ჩაკეტილია. გარკვეული ხნის წინ დაიწყო შენობაში მყოფი ადამიანების — სენატორების, წარმომადგენელთა პალატის წევრების და მათი ადმინისტრაციების თანამშრომლების ევაკუაცია. გარდაიცვალა ერთი ადამიანი.

მომხდართან დაკავშირებით განცხადებები გაავრცელეს დონალდ ტრამპმა და ჯო ბაიდენმა: „შეჭრა კაპიტოლიუმში: რას ამბობენ ტრამპი და ბაიდენი?“

მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით გაეცანით „ნეტგაზეთის“ სტატიას: „ტრამპის მხარდამჭერების შეჭრა აშშ-ის კაპიტოლიუმში | რა ვიცით ამ დროისთვის

მასალების გადაბეჭდვის წესი