ახალი ამბები

ჩვენ სუვერენული სახელმწიფო ვართ, ჯერ ის უნდა გავაკეთოთ, რაც ჩვენ ქვეყანას სჭირდება — ღარიბაშვილი

18 ნოემბერი, 2022 • 1067
ჩვენ სუვერენული სახელმწიფო ვართ, ჯერ ის უნდა გავაკეთოთ, რაც ჩვენ ქვეყანას სჭირდება — ღარიბაშვილი

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, საქართველო სუვერენული სახელმწიფოა და მთავრობამ ჯერ ის უნდა გააკეთოს, რაც ქვეყანას სჭირდება.

მისი თქმით, საქართველოს მთავრობა ყველა ქვეყანას პატივს სცემს, თუმცა „ჯერ ყველაზე მეტად საკუთარი ქვეყანა უყვარს“.

ამის შესახებ მან დღეს, 18 ნოემბერს, პარლამენტში განაცხადა.

„ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან, რა თქმა უნდა, არაერთი მიმართულებით გვაქვს თანამშრომლობა, იქნება ეს აშშ თუ ევროპის სახელმწიფოები. ერთად გვაქვს განხორციელებული ძალიან ბევრი წარმატებული საქმე, პროგრამა, პროექტი და, რა თქმა უნდა, ეს თანამშრომლობა გრძელდება. რა თქმა უნდა, მე, როგორც მთავრობის მეთაური, ყველაფერს ვაკეთებ და გავაკეთებ, რომ ეს კიდევ უფრო მეტად გავაძლიეროთ.

შესაძლოა, ჩვენ გვქონდეს პარტნიორებთან გარკვეული განსხვავებული მოსაზრებები, შეხედულებები, ეს ბუნებრივიც არის, ჩვენ ვართ სუვერენული სახელმწიფო და რაც ჩვენს ქვეყანას, ჩვენს ხალხს სჭირდება, ჯერ ეს უნდა გავაკეთოთ, მეგობრებო. ჩვენ ყველა ქვეყანას ვცემთ პატივს, მაგრამ ჯერ ყველაზე მეტად გვიყვარს ჩვენი ქვეყანა. ჯერ ჩვენს ქვეყანაზე უნდა ვიზრუნოთ, იმაზე უნდა ვიფიქროთ, რა სჭირდება ჩვენს ქვეყანას ამ მოცემულ დროს და მომავალში“, — განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი