ახალი ამბები

თურქეთის კლინიკაში გარდაცვლილ მოზარდს საქართველოში ხვალ გადმოასვენებენ – საგარეო

17 ნოემბერი, 2022 • 1074
თურქეთის კლინიკაში გარდაცვლილ მოზარდს საქართველოში ხვალ გადმოასვენებენ – საგარეო

თურქეთის კლინიკაში გარდაცვლილ მოზარდს, რომლის გადმოსვენების შესაძლებლობასაც ოჯახს საავადმყოფო დავალიანების გამო არ აძლევდა, საქართველოში ხვალ 18 ნოემბერს გადმოასვენებენ. ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

“საკითხისადმი საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, გვსურს გაცნობოთ, რომ აღნიშნული პრობლემის თაობაზე ინფორმაციის მიღებისთანავე თურქეთში საქართველოს საელჩო და ქ. სტამბოლში საქართველოს გენერალური საკონსულო, საქართველოს პრემიერ-მინისტრის დავალებით, მყისიერად ჩაერთო პრობლემის მოგვარებაში და ინტენსიური კომუნიკაცია ჰქონდა როგორც კლინიკის ხელმძღვანელობასთან, ისე თურქეთის რესპუბლიკის შესაბამის უწყებებთან, რის შესახებაც ეცნობათ გარდაცვლილის ოჯახის წევრებსა და ახლობლებს”, – აღნიშნავს სამინისტრო.

მარიამ გოგიაშვილი თურქეთის ერთ-ერთ კლინიკაში რამდენიმე დღის წინ გარდაიცვალა. ოჯახის წევრები მის გადმოსასვენებლად დახმარებას ითხოვდნენ. როგორც ოჯახის ახლობელი, სოფიო ჩიკვილიძე აცხადებდა, ოჯახს აღნიშნული კლინიკის დავალიანება 44 ათასი აშშ დოლარი ჰქონდა, მისი დაფარვის გარეშე კი კლინიკა გარდაცვლილი მოზარდის საქართველოში გადმოსვენების საშუალებას არ აძლევდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი