ახალი ამბები

როცა ვხედავთ ომს უკრაინაში, კიდევ უფრო მნიშვნელოვანია საქართველოსთან თანამშრომლობა – სტოლტენბერგი

15 ნოემბერი, 2022 • 617
როცა ვხედავთ ომს უკრაინაში, კიდევ უფრო მნიშვნელოვანია საქართველოსთან თანამშრომლობა – სტოლტენბერგი

ნატო-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის განცხადებით, უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე საქართველოსთან თანამშრომლობა კიდევ უფრო მნიშვნელოვანია.

მისი თქმით, აღნიშნული საკითხი იქნება ბუქარესტში საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის ერთ-ერთი გზავნილი.

ამის შესახებ მან 15 ნოემბერს, ევროკავშირის თავდაცვის მინისტრების შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა.

„პირველ რიგში, ამ თვის ბოლოს გვექნება საგარეო საქმეთა მინისტრის შეხვედრა ბუქარესტში. ეს მოგვცემს შესაძლებლობას გამოვხატოთ ძლიერი მხარდაჭერა უკრაინის მიმართ და განვიხილოთ, როგორ გავაძლიეროთ და გავაგრძელოთ ჩვენი მხარდაჭერა. ეს ასევე იქნება შესაძლებლობა, რომ შევაფასოთ ნატო-ს შეკავებისა და თავდაცვის გაძლიერების შესახებ მიღებული გადაწყვეტილებების შესრულება.

ასევე იქნება შეხვედრა პარტნიორებთან. რა თქმა უნდა, საქართველო, საქართველო მნიშვნელოვანი პარტნიორია, განსაკუთრებით ახლა, როცა ვხედავთ ომს უკრაინაში. კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, რომ მჭიდროდ ვითანამშრომლოთ პარტნიორებთან, როგორიც საქართველოა და ეს, რა თქმა უნდა, იქნება ბუქარესტში საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის ერთ-ერთი გზავნილი“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი