ახალი ამბები

ვენაში აქტივისტებმა კლიმტის ნამუშავარს შავი სითხე შეასხეს

15 ნოემბერი, 2022 • 635
ვენაში აქტივისტებმა კლიმტის ნამუშავარს შავი სითხე შეასხეს

გარემოს დამცველმა აქტივისტებმა ავსტრიის დედაქალაქ ვენაში მდებარე ლეოპოლდის მუზეუმში ავსტრიელი სიმბოლისტი მხატვრის, გუსტავ კლიმტის ნამუშავარს შავი ფერის სითხე შეასხეს.

კლიმტის ნახატი, „სიკვდილი და სიცოცხლე“, რომელიც 1915 წლით თარიღდება,  მინის გარსით იყო დაცული და უშუალოდ არ დაზიანებულა.

ერთ-ერთმა აქტივისტმა ხელი მიიწება იატაკზე, რათა დაცვას დაუყოვნებლივ არ გაეყვანა და თავისი მესიჯის ხმამაღლა თქმის საშუალება ჰქონოდა.

აქტივისტების ჯგუფი, სახელად „უკანასკნელი თაობა“, ტვიტერზე წერს, რომ ეს იყო ქმედება ნავთობის მოპოვების ახალი ტალღის წინააღმდეგ.

მუზეუმში შესვლა 15 ნოემბერს მოქალაქეებისთვის უფასო იყო, ამას ავსტრიული ნავთობკომპანია OMV აფინანსებდა. სწორედ ამ დღეს დაამთხვიეს აქტივისტებმა თავიანთი აქტი.

„ნავთობისა და გაზის მოპოვებისათვის ბურღვის დაწყება კაცობრიობისთვის სასიკვდილო განაჩენია“, – დაწერა „უკანასკნელმა თაობამ“ ტვიტერზე.

„ამის მიუხედავად, შოკირებულნი ვართ, რომ ლეოპოლდის მუზეუმი ასეთი რამის ფოკუსში მოყვა“, – განაცხადა მუზეუმის დირექტორმა, ჰანს-პიტერ უიპლინგერმა.

მან განაცხადა, რომ ბოლო პერიოდში სხვადასხვა მუზეუმში მსგავსი თავდასხმების ფონზე, მუზეუმს დაცვა გაძლიერებული ჰყავდა.

მუზეუმის წარმომადგენლის თქმითვე, არ იცის, დააკავა თუ არა აქტივისტები პოლიციამ. ვენის პოლიციას ჯერჯერობით კომენტარი არ გაუკეთებია.

მასალების გადაბეჭდვის წესი

საქართველოში აპირებდნენ კანონის მიღებას „აგენტების“ შესახებ.
მსგავსმა კანონმა პუტინის რუსეთში ფაქტობრივად გააქრო კრიტიკული მედია.
ამ კანონის მიზანი იყო საქართველოში მოქმედი იმ მედია ორგანიზაციების “გაშავება”, რომლებიც აკრიტიკებენ ხელისუფლებას.