ახალი ამბებიეკონომიკა

ოქტომბერში უცხოეთიდან $502 მილიონი გადმორიცხეს – ლიდერობს რუსეთი

15 ნოემბერი, 2022 • 3079
ოქტომბერში უცხოეთიდან $502 მილიონი გადმორიცხეს – ლიდერობს რუსეთი

საქართველოს ეროვნული ბანკის თანახმად, 2022 წლის ოქტომბრის თვეში ქვეყანაში გადმორიცხული ფულადი გზავნილების ოდენობამ 502 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.

რუსეთის ფედერაციაზე დაახლოებით 300 მილიონი აშშ დოლარი მოდის, რაც მთლიანი გზავნილების თითქმის 60 პროცენტია.

თუ წინა წლის ანალოგიურ პერიოდს შევადარებთ, რუსეთიდან გზავნილების ოდენობა 725.59 პროცენტითაა გაზრდილი.

რუსეთიდან გზავნილები სექტემბრის თვესთან შედარებით 125.4 მილიონი აშშ დოლარითაა გაზრდილი.

ეროვნული ბანკის სტატისტიკის თანახმად, 2022 წლის ოქტომბერში საქართველოდან საზღვარგარეთ 31.4 მილიონი აშშ დოლარი (87.5 მილიონი ლარი) გაიგზავნა, რაც 2021 წლის ოქტომბრის (30.3 მილიონი აშშ დოლარი) ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 3.7%-ით მეტია.

უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, ქვეყანაში ათი ათასობით რუსეთის მოქალაქე შემოვიდა, შესაბამისად, გაიზარდა ფულადი გზავნილების ოდენობაც, თუმცა რამდენიმე თვეში გადმორიცხული თანხების ოდენობა შემცირდა.

გზავნილები კვლავ გაიზარდა მას შემდეგ, რაც რუსეთმა ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაცია გამოაცხადა, რის შემდეგაც ქვეყანაში რუსი მიგრანტების მეორე ტალღის შემოდინება დაიწყო.

მასალების გადაბეჭდვის წესი