განახლება: მასალის თავდაპირველი სახელწოდება „თბილისში King David-თან კლდე ჩამოიშალა“, ადგილის დათვალიერების შემდეგ შეიცვალა.
თბილისში, მრავალფუნქციურ კომპლექსთან, „King David-თან“, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე ჩასასვლელ გზაზე კლდიდან ხე მოწყდა, რამაც მოძრაობა შეაფერხა.
ნეტგაზეთს თბილისის მერიაში განუცხადეს, რომ შემთხვევეის შედეგად არავინ დაშავებულა და ამჟამად გზის გაწმენდის სამუშაოები მიმდინარეობს.
მერიაში ვერ საუბრობენ ჩამოშლის მიზეზის შესახებ და აცხადებენ, რომ ამას კვლევები დაადგენს.
მერიის ცნობით, შენობის მდგრადობას საფრთხე არ ემუქრება.