საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2022 წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 15 226.6 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 33.5 პროცენტით მეტია წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე.
აქედან ექსპორტი 4 მილიარდ 546 მილიონი აშშ დოლარი იყო, რაც 34.0 პროცენტით მეტია წინა წლის ანალოგიურ მონაცემთან შედარებით, ხოლო იმპორტმა 10 მილიარდ 680.6 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა – 33.2 პროცენტით მეტი წინა წელთან შედარებით.
უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2022 წლის იანვარ-ოქტომბერში 6 მილიარდ 134.6 მილიონი აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 40.3 პროცენტი შეადგინა.
შედარებისთვის, გასულ წელს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 4 მილიარდ 622.8 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც 1 მილიარდ 511.8 მილიონი აშშ დოლარით ნაკლებია წლევანდელ მონაცემზე.