ახალი ამბები

ნევადაში გამარჯვებით სენატში უმრავლესობას დემოკრატები ფლობენ

13 ნოემბერი, 2022 • 641
ნევადაში გამარჯვებით სენატში უმრავლესობას დემოკრატები ფლობენ

დემოკრატებმა შეერთებული შტატების სენატში უმრავლესობა გაიმყარეს.

12 ნოემბერს ცნობილი გახდა, რომ ნევადაში არჩევნები დემოკრატების კანდიდატმა კორტეს მასტომ მიიღო და არა რესპუბლიკელმა ადამ ლაქსალტმა, – რომელიც პირველადი შედეგებით ლიდერობდა.

შესაბამისად, Fox News-ისა და CNN-ის მონაცემებით, შეერთებული შტატების სენატის შუალედური არჩევნებში პარტიებმა 50-50 ადგილი მოიპოვეს.

უმრავლესობისთვის დემოკრატებს 50 ხმაც ჰყოფნით, რადგან სენატის გაკონტროლებისთვის 51-ე ხმას მათთვის ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი უზრუნველყოფს.

ამჟამად დემოკრატებს უკვე აქვთ 50 ადგილი, რაც მათ გარანტირებულად აძლევთ სენატის კონტროლის შესაძლებლობას.

ამას გარდა, ჯორჯიის შტატში 6 დეკემბერს მეორე ტურია ჩანიშნული, სადაც დემოკრატი რაფაელ უორნოკი დაუპირისპირდება რესპუბლიკელ ჰერშელ უოლკერს.

პირველ ტურში უორნორკს ხმების 49.4% ჰქონდა, უოლკერს – 48.5%.

გირჩევთ ასევე:

მასალების გადაბეჭდვის წესი