ახალი ამბებირეკლამა

საქართველოს რკინიგზა EBRD-ის მხარდაჭერით გენდერულ საკითხებზე მუშაობას იწყებს

11 ნოემბერი, 2022 • 539
საქართველოს რკინიგზა EBRD-ის მხარდაჭერით გენდერულ საკითხებზე მუშაობას იწყებს

საქართველოს რკინიგზა და სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) მხარდაჭერით  ახალი ინიციატივის განხორციელებას იწყებენ. პროექტის  მიზანი რკინიგზის სექტორში თანაბარი შესაძლებლობებისა და ქალთა გაძლიერების ხელშეწყობაა. პრეზენტაცია  სატრანსპორტო და საგანმანათლებლო სფეროში ჩართული პარტნიორების მონაწილეობით გაიმართა. ღონისძიებაზე სიტყვით საქართველოს რკინიგზის გენერალური დირექტორი, დავით ფერაძე გამოვიდა

,,თანაბარი შესაძლებლობები საქართველოს რკინიგზის სექტორში და ახალგაზრდების ტექნიკური უნარების გაძლიერებაორწლიანი პროექტია, რომლის ფარგლებშიც შეიქმნება როგორც ახალი, ასევე, განახლდება სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯის არსებული პროფესიული მოკლევადიანი საგანმანათლებლო პროგრამები.

გარდა ამისა, საქართველოს რკინიგზაში გენდერული თანასწორობის პრინციპების უკეთ გატარების მიზნით შემუშავდება გენდერულად მგრძნობიარე ადამიანური რესურსების მართვის პოლიტიკა და პროცედურები. თანაბარი შესაძლებლობების სამოქმედო გეგმაში კი აისახება ყველა ის ნაბიჯი, რომელსაც კომპანია გადადგამს გენდერული თანასწორობის გასაუმჯობესებლად.

პროექტი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) მიერ დაფინანსებული რკინიგზის მოდერნიზაციის პროგრამის ნაწილია და მას ფრანგული კომპანია, AETS განახორციელებს, უცხოელი და ადგილობრივი ექსპერტების მონაწილეობით.

მასალების გადაბეჭდვის წესი