ახალი ამბები

რუსეთის “პერვი კანალზე” ჟურნალისტმა ჩართვაში მოსკოვს აგრესორი უწოდა

8 ნოემბერი, 2022 • 1411
რუსეთის “პერვი კანალზე” ჟურნალისტმა ჩართვაში მოსკოვს აგრესორი უწოდა

რუსეთის სახელმწიფო არხის გადაცემაში “ვრემია პოკაჟეტ” [“დრო გვიჩვენებს”] აშშ-ში მიმდინარე საარჩევნო პროცესის გაშუქებასთან დაკავშირებით ჟურნალისტმა ფლორიდიდან ელენა ნიკიტსკაიამ პირდაპირი ჩართვის დროს რუსეთს აგრესორი უწოდა.

გადაცემაში განიხილავდნენ 8 ნოემბერს აშშ-ში დაგეგმილ შუალედურ არჩევნებს კონგრესში. სწორედ ამ საკითხზე ერთვებოდა ნიკიტსკაია ფლორიდიდან მოსკოვის სტუდიას.

“სხვა რეალობაში ჩვენ გვეყოლებოდა სრულიად სხვა პრეზიდენტი [აშშ-ში] და სულ სხვა მდგომარეობა, და საერთოდაც არ გვექნებოდა ომი, ყველაფერი იქნებოდა ძალიან მშვიდად, რუსეთი არ დაესხმეოდა თავს უკრაინას და არ იქნებოდა აგრესია, ფაშიზმი და გენოციდი უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ. ვინც არ უნდა გაიმარჯვოს არჩევნებში აშშ-ში, უკრაინის მხარდაჭერა უცვლელი დარჩება”, – თქვა ნიკიტსკაიამ, რომლის მოსაზრებაც გადაცემის წამყვანებმა უკომენტაროდ დატოვეს.

რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო, დღემდე ბომბავს ქალაქებს და სამოქალაქო ინფრასტრუქტურასაც.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი