აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი აცხადებს, რომ ყველაფერი, რაც ასუსტებს ან ძირს უთხრის მედიის თავისუფლებას, ასუსტებს დემოკრატიას. ამის შესახებ მან დღეს, 8 ნოემბერს განაცხადა.
აშშ-ის ელჩს კითხვა ჟურნალისტებმა დაუსვეს საქართველოში მედიის თავისუფლების წინააღმდეგ გადადგმულ ნაბიჯებზე.
„მედიათავისუფლება არის ის მიმართულება, რომელსაც აშშ-ის საელჩო მხარს უჭერს 30 წელია, მას შემდეგ, რაც ჩვენ საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობები გვაქვს, რადგან ეს არის ცენტრალური საკითხი ჯანსაღი დემოკრატიისთვის. ეს არის ის, რაც ჩაწერილია საქართველოსა და აშშ-ის კონსტიტუციაში.
ყველაფერი, რაც ასუსტებს ან ძირს უთხრის მას, ასუსტებს დემოკრატიის საფუძველს. სწორედ ამიტომ მიგვაჩნია მედიის თავისუფლება ძალიან მნიშვნელოვან და ცენტრალურ საკითხად ჯანსაღი დემოკრატიისთვის“, – განაცხადა კელი დეგნანმა.