ახალი ამბები

ზუგდიდში სტადიონის განათების კონსტრუქცია წაიქცა

7 ნოემბერი, 2022 • 1118
ზუგდიდში სტადიონის განათების კონსტრუქცია წაიქცა

დღეს, 7 ნოემბერს, ზუგდიდში მშენებარე საფეხბურთო სტადიონის განათების კონსტრუქცია წაიქცა.

შემთხვევის შედეგად, პირველადი ინფორმაციით, არავინ დაზიანებულა, თუმცა დაზიანდა მიმდებარედ მდგარი ავტომობილები.

შემთხვევის ფოტოები არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო განჭვირვალობა საქართველომ“ გაავრცელა.

გამჭვირვალობის თანახმად, ზუგდიდის საფეხბურთო სტადიონი თავდაპირველი გეგმით 2018 წელს უნდა გახსნილიყო, შემდეგ – 2020 წელს, თუმცა მშენებლობა დღემდე არ არის დასრულებული, მშენებლობაზე გაწეულმა ხარჯმა კი, ჯამში, 13.5 მილიონ ლარზე მეტი შეადგინა.

მასალების გადაბეჭდვის წესი