ახალი ამბები

მეფე ერეკლე საამაყო მხედართმთავარი და ჩემი საყვარელი ადამიანია – ბურჭულაძე

7 ნოემბერი, 2022 • 1160
მეფე ერეკლე საამაყო მხედართმთავარი და ჩემი საყვარელი ადამიანია – ბურჭულაძე

დღეს, 7 ნოემბერს, თელავში „ერეკლეობასთან“ დაკავშირებით შემეცნებითი და გასართობი ღონისძიება გაიამართა, რომელსაც მთავრობის წევრებიც დაესწრნენ.

როგორც თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ განაცხადა, მეფე ერეკლე მეორე არის გმირობისა და პატრიოტიზმის ყველაზე კარგი მაგალითი.

„მეფე ერეკლე არის ჩვენი ერის საამაყო მხედართმთავარი და ხელმწიფე და პირადად ჩემი საყვარელი ადამიანია და, ალბათ, მთელი საქართველოსი, განსაკუთრებულად კახელების. ის არის ვაჟკაცობის, გმირობისა და პატრიოტიზმის ყველაზე კარგი მაგალითი, რაც შეიძლება ჩვენ ისტორიაში ვისწავლოთ და ვასწავლოთ შემდეგ თაობებს“, – განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ.

კულტურის სამინისტროს ცნობით, დღესასწაულთან დაკავშირებით თელავის ისტორიული მუზეუმის საგამოფენო დარბაზში გაიხსნება დიდი ქართველი მეფის, ერეკლე მეორისადმი მიძღვნილი გამოფენა – „მეფე ერეკლე – საქართველოს უკანასკნელი ლომი“. მუზეუმშივე მოეწყობა 200-გვერდიანი ორენოვანი ფერადი კატალოგ-ალბომის პრეზენტაცია, რომელიც სამინისტროს დაფინანსებით გამოიცა.

გარდა ამისა, „ერეკლეობასთან“ დაკავშირებით თელავის მუზეუმმა გამოსცა ფაზლები ერეკლე II-ის გამოსახულებით, კალენდარი და სასაჩუქრე ჩანთები, ასევე, მეფის სასახლის აივანზე გამოიფინება სასახლის რეაბილიტაციის ამსახველი ფოტომასალა, მუზეუმის დერეფანში კი მოეწყობა ნინო ბონდარენკო-მრელაშვილის გამოფენა „გადაშლილი წიგნი“.

მასალების გადაბეჭდვის წესი