„ქართული ოცნების“ წევრი ირაკლი ზარქუა აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილის ცოლის კომპანიისთვის 49 წლით სარგებლობაში გადაცემული ტყის ფართობის ნაწილის გადახურვა „მორიგი ქველმოქმედებაა“.
მისი თქმით, ტყის გადახურვის მიზანი გადაშენების პირას მყოფი კოლხური ხოხობის გადარჩენაა.
„არ დაუკანონებია, არამედ 49-წლიანი იჯარით აიღეს და ეს არის ჩვეულებრივად მიღებული პრაქტიკა. ჩვენ გვაქვს არაერთი შემთხვევა, სადაც ხდება ტყის მოვლა-პატრონობა[…] ეს არის მორიგი ქველმოქმედება, სადაც ხდება ჩვენი ფლორისა და ფაუნის გადარჩენა, ტყესთან ერთად[…] უნდა მოხდეს გადარჩენა, მათ შორის იქ მობინადრე ფრინველებისა და ცხოველებისთვის. ამ შემთხვევაში მიზანია კოლხური ხოხობის გადარჩენა, რომლიც გადაშენების ზღვარზეა. რომ გადავარჩინოთ, ამისთვისაა გაკეთბული ის ბადეებიც“, – განაცხადა ირაკლი ზარქუა.
სახელმწიფომ სოფელ ჭორვილაში 125248 კვ.მ ტყის ფართობი 49 წლით სარგებლობაში გადასცა კომპანიას, რომლის 100%-იან წილსაც ბიძინა ივანიშვილის მეუღლე, ეკატერინე ხვედელიძე ფლობს. აუქციონის პირობების თანახმად, ტერიტორია ნაწილობრივ უნდა “გადაიხუროს”.
ჭორვილაში ტყე ნაწილობრივ უკვე გადახურულია.
რატომ “გადახურეს” ივანიშვილის ცოლის კომპანიისთვის 49 წლით სარგებლობაში გადაცემული ტყის ფართობის ნაწილი