საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე არსებული სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის ხელმძღვანელად თამაზ ბესტაევი დაინიშნა. მან აღნიშნულ პოსტზე დიმიტრი სანაკოევი შეცვალა, რომელიც თანამდებობას 16 წლის განმავლობაში იკავებდა.
საქართველოს მთავრობის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დღეს მას პირადად შეხვდა და ახალ პოზიციაზე დანიშვნა მიულოცა.
ბესტაევი, ბოლო 15 წლის განმავლობაში, სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სამსახურს ხელმძღვანელობდა.