ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის უფროსი დიმიტრი სანაკოევი გადადგა

14 ოქტომბერი, 2022 • 2188
სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის უფროსი დიმიტრი სანაკოევი გადადგა

საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე არსებულმა სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა დიმიტრი სანაკოევმა, რომელიც პოსტს 2006 წლიდან იკავებდა, თანამდებობის დატოვების შესახებ განცხადება 11 ოქტომბერს დაწერა.

როგორც სანაკოევმა ნეტგაზეთთან საუბარში განაცხადა, პოსტის დატოვების გადაწყვეტილება თავად მიიღო.

“უკვე 16 წელია ამ თანამდებობაზე ვარ. ეს საკმარისზე მეტი დროა. ვფიქრობ, სხვა სფეროში გავაგრძელებ საქმიანობას”.

მისივე თქმით, მისთვის უცნობია, ვინ შეცვლის მას სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პოსტზე.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი

საქართველოში აპირებდნენ კანონის მიღებას „აგენტების“ შესახებ.
მსგავსმა კანონმა პუტინის რუსეთში ფაქტობრივად გააქრო კრიტიკული მედია.
ამ კანონის მიზანი იყო საქართველოში მოქმედი იმ მედია ორგანიზაციების “გაშავება”, რომლებიც აკრიტიკებენ ხელისუფლებას.