ახალი ამბები

„კატამ თხარა, თხარაო“ ასე მოუვიდა ოპოზიციას – ზარქუა დეოლიგარქიზაციის კანონზე

3 ნოემბერი, 2022 • 1331
„კატამ თხარა, თხარაო“ ასე მოუვიდა ოპოზიციას – ზარქუა დეოლიგარქიზაციის კანონზე

„ქართული ოცნების“ წევრის, ირაკლი ზარქუას განცხადებით, ოპოზიცია დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონს მხარს არ უჭერს, რადგან მისი დამფინანსებლები პოტენციური ოლიგარქები არიან.

ზარქუას თქმით, დეოლიგარქიზაციის შესახებ უკრაინული კანონი, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ გადმოიღო, დასავლეთის მხრიდან მოწონებულია.

“ე.ი. ჯერ ხომ ითხოვდნენ, აი, დეოლიგარქიზაცია და კანონპროექტი უნდა მივიღოთო, ავდექით და გადმოვიღეთ უკრაინული მოდელი, რომელიც დასავლეთის მხრიდან არის მოწონებული და მხარდაჭერილი. ითქვა, რომ დიდი მოლოდინები გვაქვს ამ ინიციატივის შესახებო, უკრაინაზე ამბობდნენ.

ჰოი, საოცრებავ, ახლა რადიკალური ოპოზიცია ამას მხარს არ უჭერს და მესმის მათი, რატომ? იმიტომ, რომ მათ ვინც აფინანსებს, ყველა ამ კრიტერიუმების მიხედვით არის პოტენციური ოლიგარქი[…] ფაქტობრივად, ამ კანონით თავი გაყვეს ამ.. როგორც იტყვიან, კატამ თხარა, თხარაო, ასე მოუვიდათ“, – განაცხადა ზარქუამ ჟურნალისტებთან.

პარლამენტმა „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტი პირველი მოსმენით, 80 ხმით 9-ის წინააღმდეგ მიიღო. კანონპროექტი ფაქტობრივად შემუშავებულია ანალოგიური შინაარსის მქონე უკრაინის კანონის მაგალითზე და არსობრივად იმეორებს უკრაინის კანონის ნორმებს.

უკრაინული კანონის გადმოღებას არ ეთენხმება ოპოზიცია და აცხადებს, რომ ამ კანონპროექტის ამ სახით მიღება არ შეიძლება და ის ქართულ რეალობას უნდა შეესაბამებოდეს.

ვის მიიჩნევენ ოლიგარქად? — „ოცნებამ“ დეოლიგარქიზაციის კანონპროექტი წარადგინა

მასალების გადაბეჭდვის წესი