ახალი ამბებიკინოხელოვნება

სოსო ბლიაძის ფილმი “ჩემი ოთახი” ბელფასტის კინოფესტივალის მთავარ კონკურსშია

3 ნოემბერი, 2022 • 1921
სოსო ბლიაძის ფილმი “ჩემი ოთახი” ბელფასტის კინოფესტივალის მთავარ კონკურსშია

სოსო ბლიაძის მეორე სრულმეტრაჟიანი ფილმი “ჩემი ოთახი” მონაწილეობას მიიღებს  ბელფასტის კინოფესტივალის საერთაშორისო კონკურსში.

ფესტივალი გაიმართება ჩრდილოეთ ირლანდიის ქალაქ ბელფასტში, 3 ნოემბრიდან 12 ნოემბრის ჩათვლით. სოსო ბლიაძის ფილმის ჩვენება შედგება 12 ნოემბერს.

რამდენიმე დღის წინ “ჩემი ოთახი” გახდა კიოლნის ფესტივალის მთავარი პრიზის მფლობელი. ფილმის პრემიერა შედგა ივლისში კარლოვი-ვარის კინოფესტივალზე, სადაც თაკი მუმლაძემ და მარიამ ხუნდაძემ მოიპოვეს პრიზი ქალის როლის საუკეთესო შესრულებისთვის.

მასალების გადაბეჭდვის წესი