ახალი ამბები

საუდის არაბეთმა აშშ-ს განუცხადა, რომ ირანიდან თავდასხმას ელის

2 ნოემბერი, 2022 • 668
საუდის არაბეთმა აშშ-ს განუცხადა, რომ ირანიდან თავდასხმას ელის

საუდის არაბეთმა ამერიკის შეერთებულ შტატებს გაუზიარა დაზვერვის ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, ირანი შესაძლოა ემზადებოდეს არაბულ სამეფოზე თავდასხმისთვის.

ინფორმაცია დასავლურმა მედიებმა ამერიკელ მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით გაავრცელეს.

მოგვიანებით, აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადება ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნული უსაფრთხოების საბჭომაც გაავრცელა, სადაც ნათქვამი იყო, რომ ამერიკა შეშფოთებით აკვირდებოდა შექმნილ ვითარებას და დაიცავს საკუთარ, ასევე, მოკავშირეების ინტერესებსა და უსაფრთხოებას.

საუდის არაბეთსა და ირანს ტრადიციულად არამეგობრული ურთიერთობები აქვთ.

ეს ორი ქვეყანა რეგიონის სხვადასხვა ქვეყანაში ერთმანეთის მეტოქედ განიხილება, მათ შორის, იემენსა და ბაჰრეინში.

ამერიკის შეერთებული შტატები საუდის არაბეთის უსაფრთხოების გარანტორია. მეორე მხრივ, ვაშინგტონსა და თეირანს შორისაც დაპირისპირებაა.

მასალების გადაბეჭდვის წესი