ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ფაშინიანი პუტინისგან მკაფიო პოზიციას ითხოვს აზერბაიჯანის აგრესიაზე

31 ოქტომბერი, 2022 • 1695
ფაშინიანი პუტინისგან მკაფიო პოზიციას ითხოვს აზერბაიჯანის აგრესიაზე

“სომხეთისთვის მნიშვნელოვანია რუსეთის მკაფიო პოზიცია, დაუბრუნდეს სომხეთის ტერიტორიაზე შეჭრილი აზერბაიჯანული მხარე პირვანდელ პოზიციებს”, – განუცხადა დღევანდელ, 31 ოქტომბრის შეხვედრაზე ნიკოლ ფაშინიანმა, სომხეთის პრემიერმა რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს. ამის შესახებ სომხური მედია წერს.

ამასთან, ფაშინიანმა თქვა, რომ სომხეთმა, მიუხედავად იმისა, რომ სხვა პოზიცია ჰქონდა, გადაწყვიტა მინდობოდა მის სტრატეგიულ პარტნიორ რუსეთს, რომელიც არწმუნებდა მას, რომ საზღვრების დელიმიტაციის კომისია უსაფრთხოების გარანტი გახდებოდა სომხეთისთვის. თუმცა, როგორც სომხეთის პრემიერმა განაცხადა, ამან ვერ შეაკავა აზერბაიჯანი და 2022 წლის 13 სექტემბერს სომხეთის ტერიტორიებს თავს დაესხა და დაიკავა.

სომხეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობებისა და ყარაბაღის კონფლიქტის გარშემო სალაპარაკოდ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის ინიციატივით, დღეს, 31 ოქტომბერს, სოჭში დაიგეგმა სამმხრივი შეხვედრა აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერებთან, ილჰამ ალიევთან და ნიკოლ ფაშინიანთან. სამმხრივ შეხვედრამდე პუტინი ორივე მხარეს ცალ-ცალკე ხვდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი