რუსთავში მგელმა 77 წლის ქალი დაკბინა. შემთხვევა 29 ოქტომბერს მოხდა.
Info Rustavi-ს ცნობით, შემთხვევა რუსთავში არსებული სასაფლაოს ტერიტორიაზე მოხდა.
მგლის მიერ ადამიანზე თავდასხმის ფაქტი შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს ნეტგაზეთსაც.
დაშავებული პირი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სათანადო მკურნალობის ჩატარების შემდეგ კი ბინაზე გაწერეს.
მთავრ ფოტოზე: ზოგადი ილუსტრაცია.