ახალი ამბები

5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა კაცს, რომელმაც ბავშვზე ხილის უნებართვოდ მოკრეფის გამო იძალადა – PHR

28 ოქტომბერი, 2022 • 1454
5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა კაცს, რომელმაც ბავშვზე ხილის უნებართვოდ მოკრეფის გამო იძალადა – PHR

კაცს, რომელმაც ბავშვზე ფიზიკურად იძალადა, გორის რაიონულმა სასამართლომ 5 წლით თავისუფლების აღკვეთა და 2000 ლარის ოდენობით ჯარიმა შეუფარდა.

ამის შესახებ ინფორმაციას პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR) ავრცელებს, რომელიც აღნიშნულ საქმეში ბავშვის უფლებებს იცავს.

მათი განცხადებით, ბავშვს, რომელმაც ხილი უნებართვოდ მოკრიფა, ხილის ერთ-ერთმა მეპატრონემ პლასტმასის მილით ფიზიკური დაზიანება მიაყენა ფეხზე, ხოლო მეორემ ბავშვი ხიდან ძალით ჩამოათრია, რამდენჯერმე გაარტყა სახეში ხელი, ამოარტყა პანღური, მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, ძალის გამოყენებით წელს ზემოთ გააშიშვლა, აიძულა შარვლის გახდა და ამ მდგომარეობაში ბავშვი ქუჩაში გაუშვა.

მათივე ცნობით, მოზარდს სხეულზე ფიზიკური დაზიანების კვალი აღენიშნებოდა.

პროცესები წელიწადნახევარი გრძელდებოდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი