ახალი ამბები

შოიგუმ ნაწილობრივი მობილიზაციის დასრულების შესახებ განაცხადა

28 ოქტომბერი, 2022 • 779
შოიგუმ ნაწილობრივი მობილიზაციის დასრულების შესახებ განაცხადა

რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ ნაწილობრივი მობილიზაციის დასრულების შესახებ განაცხადა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული სამთავრობო მედია ავრცელებს.

მათივე ცნობით, შოიგუმ მობილიზაციის დასრულების შესახებ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან ისაუბრა.

როგორც შოიგუმ განაცხადა, მობილიზაციის ფარგლებში უკრაინაში 82 ათასი ადამიანი გაგზვანეს, რომელთა საშუალო ასაკი 35 წელია. მისივე განცხადებით, 218 ათასი ადამიანი მომზადებას გადის.

„მობილიზაციისთვის მოქალაქეების გამოძახება დღეს დასრულდა. თქვენ მიერ დასახული ამოცანა – 300 ათასი ადამიანი – შესრულებულია. დამატებითი დავალებები არ იგეგმება“, – მოახსენა შოიგუმ პუტინს.

შოიგუს თქმით, სამხედრო აღრიცხვა და ჯარისკაცების გაწვევა მხოლოდ მოხალისეებისა და საკონტრაქტო სამსახურის კანდიდატების მიღებით გააგრძელდება.

რუსეთში ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაცია 21 სექტმბერს გამოცხადდა. რუსეთის მთავრობის განცხადებით, გაწვევა მხოლოდ იმ მოქალაქეებს ეხებოდათ, ვინც რეზერვში იმყოფება ან/და შესაბამისი სამხედრო გამოცდილება ჰქონდა.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი