ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

“აფხაზური ვაქციოთ ახალი შესაძლებლობების ენად” – ღარიბაშვილი

27 ოქტომბერი, 2022 • 1589
“აფხაზური ვაქციოთ ახალი შესაძლებლობების ენად” – ღარიბაშვილი
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოს მოქალაქეებს აფხაზური ენის დღეს ულოცავს.
“სრულიად საქართველოს, ყველას, ვისთვისაც ჩვენი საერთო სიმდიდრის – აფხაზური ენის და კულტურული თვითმყოფადობის დაცვა და შენარჩუნება მნიშვნელოვან ღირებულებას და პასუხისმგებლობას წარმოადგენს, ვულოცავ აფხაზური ენის დღეს! საქართველოს მთავრობა განაგრძობს ქმედითი ნაბიჯების განხორციელებას აფხაზური ენის სამეცნიერო შესწავლის, განვითარებისა და პოპულარიზაციის მიზნით. ეს ძალისხმევა განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს აფხაზეთის რეგიონის ოკუპაციისა და ადგილზე მიმდინარე გაძლიერებული რუსიფიკაციის პირობებში, რაც დღეს, როგორც არასდროს – აფხაზურ ენას გაქრობის საფრთხის წინაშე აყენებს.
უაღრესად მნიშვნელოვანია, მივმართოთ ერთიანი ძალისხმევა ჩვენს აფხაზ თანამემამულეებთან ერთად, რომ გადავარჩინოთ და შევინარჩუნოთ უნიკალური აფხაზური ენა, მეტი ახალგაზრდა დაინტერესდეს მისი შესწავლითა და აფხაზური ვაქციოთ კავშირების შემდგომი განმტკიცების და ახალი შესაძლებლობების ენად მშვიდობის და ნდობის მშენებლობის პროცესში. Еицыҳахьчап аҧсуа бызшәа! ერთად დავიცვათ აფხაზური ენა!
ქართულთან ერთად, აფხაზური ენა საქართველოს კონსტიტუციით არის დაცული.

მასალების გადაბეჭდვის წესი