სახალხო დამცველობის კანდიდატი თინათინ ერქვანია აცხადებს, რომ მისი აზრით, ნიკა გვარამიას წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე „ძალიან პრობლემურია“ და სახალხო დამცველის ადგილას საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავდა.
„ნიკა გვარამიას შემთხვევას რაც შეეხება, ვიტყოდი, რომ კერძო ორგანიზაციის მიერ საკუთარი თავისადმი ზიანის მიყენება, ჩემი აზრით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში კრიმინალიზებული არ უნდა იყოს, მაგრამ არის გერმანიის სისხლის სამართლის კოდექსშიც და ევროპის სისხლის სამართლის კოდექსებშიც“, – განაცხადა ერქვანიამ „ლელოს“ დეპუტატ ანა ნაცვლიშვილის კითხვაზე პასუხად.
„მე, სახალხო დამცველის ადგილას, საკონსტიტუციო სასამართლოში შევიტანდი საჩივარს და, ასევე, მოსამართლის ადგილასაც“, – განაცხადა ერქვანიამ.
„თვითონ დანაშაული სამართლებრივად აწყობილია ისე, რომ ის ჩემთვის კრიმინალი არ არის. ნიკა გვარამის შემთხვევა ძალიან პრობლემური მგონია, როგორც იურისტს“, – განაცხადა მან.
ნახეთ ასევე: