ახალი ამბები

ღარიბაშვილი უნგრეთში გაემგზავრა

26 ოქტომბერი, 2022 • 398
ღარიბაშვილი უნგრეთში გაემგზავრა

დღეს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ოფიციალური ვიზიტით უნგრეთში გაემგზავრა.

ვიზიტის ფარგლებში იგი ბუდაპეშტში გამართავს მაღალი დონის შეხვედრებს.

ვიზიტის ფარგლებში, ასევე, გაიმართება  სამთავრობოთაშორისო ეკონომიკური კომისია.

საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ხელმძღვანელობს, არიან – ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ლერი ბარნაბიშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი რევაზ ჯაველიძე.

მასალების გადაბეჭდვის წესი