ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

“უკრაინის პრეზიდენტი ისტორიის ცუდ ცოდნას ავლენს” – არძინბა

26 ოქტომბერი, 2022 • 1699
“უკრაინის პრეზიდენტი ისტორიის ცუდ ცოდნას ავლენს” – არძინბა

აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო მინისტრი ინალ არძინბა გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტის განცხადებას, რომელშიც “ყირიმის პლატფორმის” კონტექსტში აფაზეთისა და სხვა ტერიტორიების დეოკუპაცია ახსენა.

“ვოლოდიმირ ზელენსკიმ, უკრაინის ხელისუფლების მიერ შექმნილი ე.წ.”ყირიმის პლატფორმის” ფორუმის მონაწილეების წინაშე გამოსვლისას, გამოთქვა აზრი, რომ აღნიშნული ფორმატი უნდა გავრცელდეს აფხაზეთზეც. უკრაინის პრეზიდენტი მორიგ ჯერზე ისტორიის ცუდ ცოდნას ავლენს და ღია პროვოკაციებითაა დაკავებული. ნებისმიერი მცდელობა აფხაზეთის რესპუბლიკის რომელიმე ფორმატში ჩართვისა, რომელიც ჩვენი რესპუბლიკის პოლიტიკური სტატუსის ცვლილებას ითვალისწინებს, აბსოლუტურად უპერსპექტივოა”,- ამბობს არძინბა.

“იმისთვის, რომ ყირიმში სრულფასოვნად დაბრუნდეს ცხოვრება, ყირიმის მოსახლეობას კი აღუდგეს სამართლიანობა წლების განმავლობაში მიმდინარე ოკუპაციის შემდეგ, ჩვენი თანამშრომლობა მაქსიმალურად უნდა შენარჩუნდეს [უკრაინის] ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის შემდეგაც. ჩვენი ეს ფორმატი — ყირიმის პლატფორმის ფორმატი — უნდა ვაქციოთ საწყის წერტილად სხვა ჰუმანიტარული და დიპლომატიური პლატფორმებისთვის, რომლებიც ხელს შეუწყობს სხვა ტერიტორიების დეოკუპაციას, რომლებიც ოდესღაც დაიქვემდებარეს: დნესტრისპირეთიდან აფხაზეთამდე და ჩრდილოეთ ტერიტორიებამდე”, — განაცხადა ზელენსკიმ.

მასალების გადაბეჭდვის წესი