ახალი ამბები

„ვმუშაობთ პრობლემის აღმოფხვრაზე“ – WhatsApp-ი შეფერხებით მუშაობს

25 ოქტომბერი, 2022 • 466
„ვმუშაობთ პრობლემის აღმოფხვრაზე“ – WhatsApp-ი შეფერხებით მუშაობს

აპლიკაცია WhatsApp-ს მსოფლიოს მასშტაბით შეფერხება აქვს.

აპლიკაციაში უკვე გაგზავნილი და მიღებული მესიჯების შემოწმება შესაძლებელია, თუმცა მომხმარებლები ახალ მესიჯებს ვერ გზავნიან და ვერც იღებენ.

აპლიკაციის გახსნის შემდეგ ამა თუ იმ „ჩატის“ გახსნისას აპლიკაციას ეწერება, რომ „ცდილობს დაკავშირებას“ (connecting), თუმცა ვერ ახერხებს.

WhatsApp-ის პრესსპიკერმა გავრცელებულ განცხადებაში დაწერა, რომ კომპანიამ იცის პრობლემის შესახებ და მუშაობენ პრობლემის დაუყოვნებლივ აღმოსაფხვრელად.

WhatsApp-ი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული აპლიკაციაა, რომლის საშუალებითაც მესიჯების გაგზავნა და დარეკვაა შესაძლებელი. მას 2 მილიარდზე მეტი აქტიური მომხმარებელი ჰყავს მსოფლიოში.

კომპანიას კორპორაცია „მეტა“ ფლობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი