ახალი ამბები

მსოფლიოს 11 ქვეყანაში პედოფილური ქსელის 33 წევრი დააკავეს

11 დეკემბერი, 2019 • 948
მსოფლიოს 11 ქვეყანაში პედოფილური ქსელის 33 წევრი დააკავეს

ესპანურმა პოლიციამ ევროპოლთან ერთად მსოფლიოს 11 ქვეყანაში პედოფილური ქსელის 33 წევრი დააკავა. ისინი ბავშვთა პორნოგრაფიას WhatsApp-ით ავრცელებდნენ. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო EFE ავრცელებს.

ესპანეთში დააკავეს 17 ადამიანი, მათ შორის 14 არასრულწლოვანი იყო. პოლიციაში აღნიშნეს, რომ ყველა დაკავებული მამაკაცია.

როგორც BBC იუწყება, ეჭვმიტანილები დააკავეს ურუგვაიში, გაერთიანებულ სამეფოში, ეკვადორში, კოსტა-რიკაში, იტალიაში, საფრანგეთში და სირიაში. გამოცემა აღნიშნავს, რომ დაჯგუფების ზოგიერთმა წევრმა შექმნა სტიკერები იმ ბავშვების სახით, რომლებიც ძალადობის მსხვერპლნი გახდნენ.

ურუგვაიში დაკავებულია 2 ადამიანი – ქალი, რომელიც თავის შვილს ამცირებდა და შემდეგ ამის ამსახველ მასალას მესენჯერის ჯგუფში ავრცელებდა და 29 წლის მამაკაცი, რომელიც მოუწოდებდა სხვებს, სექსი ჰქონოდათ მიგრანტ ქალებთან, რომლებიც დიდი ალბათობით პოლიციას არ მიმართავდნენ.

ამ საქმის გამოძიება ორი წლის წინ დაიწყო. მასში მონაწილეობენ ესპანეთის, ეკვადორის და კოსტა-რიკის პოლიცია, ასევე, ევროპოლი და ინტერპოლი.

2018 წლის დეკემბერში TechCrunch წერდა, რომ WhatsApp-ს ხშირად იყენებდნენ ბავშვების უხეშად მოპყრობის მასალის გასავრცელებლად. გამოცემა აღნიშნავდა, რომ ავტომატიზირებული სისტემები აკრძალულ კონტენტს ხშირად ვერ ბლოკავდნენ, ხოლო მესენჯერს არ ჰყავდა პრობლემის მოგვარებისთვის საკმარისი მოდერატორები.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი