ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ალიევმა და ღარიბაშვილმა საქართველოს გავლით გაზის ექსპორტის გაზრდაზე ისაუბრეს

24 ოქტომბერი, 2022 • 1463
ალიევმა და ღარიბაშვილმა საქართველოს გავლით გაზის ექსპორტის გაზრდაზე ისაუბრეს

აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი საქართველოს სტუმრობს.

მან პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად ორმხრივი შეხვედრის შესახებ ისაუბრა.

„რა თქმა უნდა, ჩვენ ვისაუბრეთ სამომავლო ენერგეტიკულ პოლიტიკაზე. ჩვენ გავცვალეთ მოსაზრებები იმ პროექტების თაობაზე, რომელიც განხორციელებული გვაქვს.

საოპერაციო კუთხით ძალიან წარმატებულია ეს პროექტები და ველით ახალი პროექტების დაწყებას, რათა გაიზარდოს ბუნებრივი აირის ექსპორტი საერთაშორისო ბაზრებზე.

წელს ხელი მოვაწერეთ ურთიერთგაგების მემორანდუმს, გააორმაგოს ბუნებრივი აირის ექსპორტი ევროპის მიმართულებით. ჩვენ ამის შესაძლებლობა გვაქვს და 2027 წლისთვის ევროპაში ექსპორტზე თითქმის 20 მილიარდი კუბური მეტრი ბუნებრივი აირი გავიტანოთ. ეს განვიხილეთ საქართველოს პრემიერ-მინისტრთან“, – განაცხადა ილჰამ ალიევმა.

ილჰამ ალიევის განცხადებით, ბუნებრივი აირის ექსპორტისთვის გაიზრდება ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენის დატვირთვა და ამუშავდება ბაქო-თბილისის ტერმინალიც, რომელსაც ამჟამად მუშაობა დროებით შეჩერებული აქვს.

აზერბაიჯანის ლიდერის განცხადებითვე, მისი ქვეყანა ელექტროენერგიის ექსპორტსაც გეგმავს, რაც ასევე გაივლის საქართველოს ტერიტორიას.

ალიევის განცხადებითვე, შეიძლება, ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა კიდევ უფრო მეტად დაიტვირთოს . მისი განცხადებით, ამ მარშრუტის დატვირთვა ყველა ქვეყნის ინტერესში შედის.

მასალების გადაბეჭდვის წესი