ახალი ამბები

ლიკანში კორპუსში აფეთქების შედეგად დაშავებული ქალი გარდაიცვალა

23 ოქტომბერი, 2022 • 610
ლიკანში კორპუსში აფეთქების შედეგად დაშავებული ქალი გარდაიცვალა

ლიკანში, საცხოვრებელ კორპუსში აფეთქების შედეგად დაშავებული ქალი გარდაიცვალა.

ტელეკომპანია „ბორჯომის“ ცნობით, 75 წლამდე ქალის ცხედარი ბორჯომის სამედიცინო ცენტრიდან ახალციხის პროზექტურაში გადაასვენეს.

ლიკანში საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება 22 ოქტომბერს მოხდა. წინასწარი ინფორმაციით, აფეთქება, სავარაუდოდ, გაზის დაგროვებამ გამოიწვია. მოსახლეობა ევაკუირებულია, შენობა შემოსაზღვრულია და მიმდინარეობს შემოწმება.

ლიკანში საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება მოხდა

მასალების გადაბეჭდვის წესი