ახალი ამბები

ლიკანში საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება მოხდა

22 ოქტომბერი, 2022 • 718
ლიკანში საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება მოხდა

ლიკანში საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება მოხდა.

ტელეკომპანია „ბორჯომის“ ინფორმაციით, აფეთქება, სავარაუდოდ, გაზის დაგროვებამ გამოიწვია. მათივე ცნობით, ამ დროისთვის საცხოვრებელი კორპუსიდან, რომელშიც აფეთქება მოხდა, მოსახლეობა ევაკუირებულია, შენობა შემოსაზღვრულია და მიმდინარეობს შემოწმება.

როგორც ნეტგაზეთს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში განუცხადეს, შემთხვევის შედეგად 1 ადამიანი დაშავდა, რომელიც ბორჯომის ჯეო ჰოსპიტალსშია გადაყვანილი.

ფოტო: ტელეკომპანია „ბორჯომი“

მასალების გადაბეჭდვის წესი